სომალიში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სომალიში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2064275
სომალიში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სომალიში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ბოლო მონაცემებით 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 500 ათას ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია.

სომალის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს (SONNA) ცნობით, ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში მდინარეების ადიდებამ გზები და მრავალი საცხოვრებელი სახლი დატბორა.

ამავე ინფორმაციით, მილიონზე მეტი ადამიანი წყალდიდობასთან დაკავშირებული ეპიდემიებისა და საკვების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგას.

ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

თავის მხრივ, ადგილობრივმა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გააძლიერეს მუშაობა რეგიონში საკვებისა და თავშესაფრის დახმარების მიწოდების მიზნით.


საკვანძო სიტყვები: #მსხვერპლი , #წყალდიდობა , #სომალი

მსგავსი ინფორმაციები