სამგზავრო ავტობუსიდან მრავალი მგზავრი გაიტაცეს
სამგზავრო ავტობუსიდან მრავალი მგზავრი გაიტაცეს
1997494

ნიგერიაში სამგზავრო ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი გაიტაცეს
ინციდენტი, ონდოს შტატში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, რომელთა ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, თავს დაესხნენ სამგზავრო ავტობუსს, რომელიც მიემგზავრებოდა ონდოს შტატიდან დედაქალაქ აბუჯაში.
შეიარაღებული თავდასხმის დროს გაიტაცეს სულ მცირე 13 ადამიანი, ძირითადად ქალები.
ნიგერიაში ადამიანის გატაცება ისჯება სიკვდილით, თუმცა გამოსასყიდის მიზნით მსგავსი ფაქტები ხშირია.