G7 გაზრდის თანამშრომლობას რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ
G7 გაზრდის თანამშრომლობას რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები გააძლიერებენ თანამშრომლობას, რათა რუსეთმა, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე, თავიდან ვერ აიცილოს ეკონომიკური სანქციები.
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში, რომელიც გახლავთ ამ ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარე, შეიკრიბნენ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრების შეხვედრისას ხაზი გაესვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობას, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების თავიდან ასაცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა და ასევე მესამე ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდების შეფერხების თაობაზე თანამშრომლობა უნდა გაზარდონ.
შეხვედრაზე მხარეები, რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების გააქტიურებაზე და ამ სადამსჯელო ქმედებების სრულად და კოორდინირებულ განხორციელებაზეც შეთანხმდნენ.
თავის მხრივ, შეხვედრაზე G7-ის მინისტრებმა დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გასული თვის ბოლოს გაჟღერებული გეგმები ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.