რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით შეტევაზე გადავიდეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები აპრილსა და მაისში შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით შეტევაზე გადავიდეს

1967128
რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით შეტევაზე გადავიდეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები აპრილსა და მაისში შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით შეტევაზე გადავიდეს.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის (ERR) მიცემულ ინტერვიუში რეზნიკოვმა უკრაინის შეტევაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეაფასებები გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის გენერალური შტაბი გადაწყვეტს შეტევაზე გადასვლას,  და დაამატა: "(შეტევა) ეს დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი და როგორ იქნება გადაწყვეტილი".

რეზნიკოვმა თქვა, რომ თავდასხმა ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. „გაზაფხულზე მიწა ჩვენთან ძალიან ნოტიოა. შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მუხლუხოიანი მანქანები. ვფიქრობ, აპრილში და მაისში ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ჩვენი მიწების გათავისუფლებას, როგორც ეს გაკეთდა კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში“. - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით "მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსეთის თავდასხმის პოტენციალი" და ეს საშუალებას მისცემს უკრაინულ ძალებს "გააჩერონ ფრონტის ხაზი სტაბილურად და მოემზადონ თავდასხმისთვის".


საკვანძო სიტყვები: #შეტევა , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები