ტუნისის მახლობლად მიგრანტების ნავი ჩაიძირა
ტუნისის მახლობლად მიგრანტების ნავი ჩაიძირა

ტუნისის მახლობლად არალეგალური მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაკარგულად ითვლება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუნისის სანაპიროსთან იტალიაში მიმავალი არალეგალური მიგრანტების ნავი ჩაიძირა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 5 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა, ხოლო 28 ემიგრანტი დაკარგულად ითვლება.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავზე.
ტუნისის სოციალური და ეკონომიკური უფლებების ფორუმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბენ ომარმა განაცხადა, რომ სანაპირო დაცვამ გადაარჩინა 5 ემიგრანტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ტუნისის სფაქსის სანაპიროსთან ჩაძირულ ნავზე, რომლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
მსგავსი ინფორმაციები

პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“
პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“