ეკვადორში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ეკვადორში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

1961959
ეკვადორში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

ეკვადორის პრეზიდენტის ვებგვერდზე 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ქალაქ ბალაოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში მოხდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 446-მდე  გაიზარდა.

აღინიშნა, რომ მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები ელ ორო და აზუაი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 360 შენობა დაინგრა.

ეკვადორის პრეზიდენტი გილერმო ლასო იმ ქალაქებში ჩავიდა, სადაც ნგრევა მოხდა. მან აღნიშნა: "მთავრობამ, სასწრაფოდ უზრუნველყო ყველა ფინანსური რესურსი, რომელიც აუცილებელია სამუშაოების სწრაფად დასაწყებად. დაწყებულია ზარალის შეფასების სამუსაოები".

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პერუში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პერუს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტუმბეში 4 წლის გოგონა დაიღუპა და 73 ადამიანი დაშავდა.

ლათინური ამერიკის ქვეყნების ბრაზილიის, კოლუმბიისა და ჩილეს განცხადებებში ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ მიწისძვრით დაზარალებული ეკვადორისა და პერუს ხალხს.

მიწისძვრა 18 მარტს 65,7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

BNO News-ის ცნობით, წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე არ ყოფილა.

ასევე ნათქვამია, რომ მიწისძვრა მეზობელ პერუშიც იგრძნობოდა.


საკვანძო სიტყვები: #პერუ , #მიწისძვრა , #ეკვადორი

მსგავსი ინფორმაციები