უკრაინის დედაქალაქ კიევში ისევ აფეთქებებია

უკრაინის დედაქალაქის კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა

1956997
უკრაინის დედაქალაქ კიევში ისევ აფეთქებებია

უკრაინის დედაქალაქ კიევში ისე აფეთქებებია

უკრაინის დედაქალაქის კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა.

კლიჩკომ Telegram-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "დედაქალაქის ჰოლოსიევის რაიონში აფეთქებებია. დაწვრილებით მოგვიანებით."

ასევე ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავდასხმა მოაწყვეს ქალაქ ხარკოვზე და მის რეგიონზე.

„მტერმა 15-მდე თავდასხმა განახორციელა ქალაქსა და რეგიონზე. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები კვლავ რჩება დამპყრობლების სამიზნე ზონაში“. - ნათქვამია სინეგუბოვის განცხადებაში.

უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ თავის განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გააკეთა, თქვა: "მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად რაკეტები მოხვდა რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის".

საჰაერო თავდასხმა უკრაინის ბევრ რაიონში საათობით გაგრძელდა.



მსგავსი ინფორმაციები