ულფ კრისტერსონმა აღიარა

ულფ კრისტერსონმა აღიარა

1956397
ულფ კრისტერსონმა აღიარა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა აღიარა, რომ ისინი სერიოზულად არ უყურებდნენ ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსურ საქმიანობას.

ულფ კრისტერსონმა  სტოკჰოლმში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა რა დროსაც სიტყვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე მიიტანა და აღნიშნა: „ადრე შვედეთი საკმარისად სერიოზულად არ უყურებდა ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსურ საქმიანობას. ახლა ჩვენ ამას სერიოზულად ვუყურებთ. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც აგროვებენ ფულს PKK-სთვის, იყენებენ სხვადასხვა კრიმინალურ მეთოდებს და აფინანსებენ ტერორიზმს. მთავრობის რეაგირება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე, გაართულებს PKK-ს საქმეს. შვედეთის პარლამენტი 9 მარტს ტერორიზმთან დაკავშირებულ ახალი სასჯელაღსრულების კანონს უყრის კენჭს. ამ კანონით ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანება და ფინანსების უზრუნველყოფა აიკრძალება. კანონი ამოქმედდება 1 ივნისიდან. ეს კანონი ჩვენი ქვეყნისათვის საჭიროა საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად. სამმხრივი მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა შვედეთ-ფინეთ-თურქეთს შორის, მოითხოვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად ბრძოლას“.

ცნობისათვის, გასული წლის 28 ივნისს, მადრიდში, ნატოს სამიტზე შვედეთის და ფინეთის მხრიდან ალიანსში გაწევრიანების სურვილს ანკარამ ვეტო დაადო. მიზეზი, ამ ქვეყნების მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციებზე ღია მხარდაჭერა გახლდათ.


საკვანძო სიტყვები: #ულფ კრისტერსონმა აღიარა

მსგავსი ინფორმაციები