ევროკავშირმა ირანის მიმართ მორიგი სანქციების პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა ირანის მიმართ მორიგი სანქციების პაკეტი მიიღო

1949361
ევროკავშირმა ირანის მიმართ მორიგი სანქციების პაკეტი მიიღო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებში მთავრობის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების და გატარებული პოლიტიკის გამო  ირანის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღეს. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნები სანქციებს დაუწესებენ 32 პირს და 2 ორგანიზაციას, მათ შორის ირანის ხელმძღვანელობისა და კულტურის მინისტრს მუჰამმეთ მეჰდი ისმაილის და განათლების მინისტრ იუსუფ ნურის. სანქციები მოიცავს სიაში მყოფთა აქტივების გაყინვას, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას და ამ პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსების ბლოკირებას.

სანქციების სიაში ორი მინისტრის გარდა გახლავთ, რამდენიმე პარლამენტარი, პოლიციისა და სასამართლოს წევრები, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის წარმომადგენლები და სხვები.

ასე, რომ ბოლო გადაწყვეტილებით ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 196-მდე გაიზარდა, ხოლო ორგანიზაციების რაოდენობა 33-მდე.

ცნობისათვის, ირანში გასული წლის 16 სექტემბრიდან მოყოლებული ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.

თავის მხრივ, ნორვეგიაში დაფუძნებული ირანული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის (IHR), 9 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებში უსაფრთხოების ძალების ჩარევის შედეგად დაიღუპა 481 მომიტინგე.



მსგავსი ინფორმაციები