ტაჯიკეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1947888
ტაჯიკეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა. ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ქვეყნის მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

კომიტეტის განცხადებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბოლო დღეებში ზვავსაშიშროების 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და საფრთხე კვლავ გრძელდება. მათივე განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ზვავის გამო ზოგიერთი საავტომობილო გზა, მათ შორის დუშანბე-ჩანაკის საავტომობილო გზა ჩაიკეტა, რომელიც აკავშირებს დედაქალაქ დუშანბეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილთან.

მეორეს მხრივ, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად 4 სახლი მთლიანად დაინგრა და რეგიონში 35 სახლი, 5 სავაჭრო ობიექტი და ინფრასტრუქტურული სისტემა სერიოზულად დაზიანდა.


საკვანძო სიტყვები: #მსხვერპლი , #ზვავი , #ტაჯიკეთი

მსგავსი ინფორმაციები