რაფაჰის გამშვები პუნქტი დაიკეტა

რაფაჰის გამშვები პუნქტი დაიკეტა

2136783
რაფაჰის გამშვები პუნქტი დაიკეტა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, დაიკეტა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) პრესსპიკერმა იენს ლაერკემ განაცხადა, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სადაც ისრაელის არმიამ სახმელეთო თავდასხმა განახორციელა ღაზას ქალაქ რაფაზე და აიღო კონტროლი, დაიკეტა  როგორც გადამსვლელებისთვის, ასევე პროდუქტის შესატანად.

„რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ამჟამად ისრაელის არმიის კონტროლის ქვეშაა და დაკეტილია გადამსვლელებისთვის და პროდუქტების შესვლისთვის ორივე მიმართულებით. გაერო ამჟამად ფიზიკურად არ იმყოფება რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ეს ნიშნავს, რომ ღაზას დახმარების მიმწოდებელი ორი მთავარი დამაკავშირებელი ობიექტი ამჟამად დაკეტილია“, განაცხადა იენს ლაერკემ.



მსგავსი ინფორმაციები