აშშ-მ და ინგლისმა კოსოვოს ჩრდილოეთში განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს

აშშ-მ და ინგლისმა კოსოვოს ჩრდილოეთში განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს

1917654
აშშ-მ და ინგლისმა კოსოვოს ჩრდილოეთში განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრიშტინისა და ბელგრადის საელჩოებმა, სერბული ჯგუფების მიერ ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის (EULEX) საპატრულო გუნდზე თავდასხმის შემდეგ კოსოვოს ჩრდილოეთში განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოსოვოელ უფლებამოსილთა წინააღმდეგ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება გამოიყენება როგორც საბაბი კოსოვოელი უფლებამოსილთა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ დამუქრების, დაშინების და გზების უკანონო დაკეტვის მიზეზად.

"მათ, ვინც უკანონო ბარიკადები მოაწყვეს, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ისინი. ჩვენ ველით, რომ დასრულდება ძალადობისა და დაშიშინების ყველა მუქარა. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობის მისიის EULEX-ისა და ნატოს ძალისხმევას კოსოვოს სამშვიდობო ძალების (KFOR) უსაფრთხოებისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად“. - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე გაკეთებულია მოწოდებულია სასწრაფო ზომები იქნას მიღებული სიტუაციის შემსუბუქებისა და პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

ბრიტანეთის საელჩოებმა პრიშტინასა და ბელგრადში, ერთობლივ განცხადებაში ასევე მოითხოვეს კოსოვოს ჩრდილოეთში ადგილობრივი სერბების მიერ აგებული ბარიკადების მოხსნა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა უკანონო დაბრკოლება მოიხსნას და ძალადობის მუქარა დასრულდეს და რომ ევროკავშირის შუამავლობით კოსოვო-სერბეთის დიალოგი არის იარაღი კონფლიქტების მოგვარებისა და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შეთანხმების მისაღწევად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა ასევე კოსოვოში დაძაბულობის შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით 4 მუნიციპალიტეტში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების გადადების გადაწყვეტილებით, კოსოვომ შეამცირა დაძაბულობა, სერბეთმა კი პირიქით გააკეთა, როცა გამოაცხადა, რომ ის სერბებს კოსოვოში გაგზავნის.

ბაერბოკმა თქვა, რომ სერბეთის რიტორიკა და კანონის უზენაესობის მისიაზე EULEX-ზე თავდასხმა მიუღებელია.

კოსოვოს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ კოსოვოში ომის დასრულებიდან 23 წლის შემდეგ სერბეთი კვლავ ომით და არმიის კოსოვოს ტერიტორიაზე დაბრუნებით იმუქრება.

კურტიმ კოსოვოს სამშვიდობო ძალებს KFOR-ს მოუწოდა, უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის ჩრდილოეთში.


საკვანძო სიტყვები: #სერბეთი , #კოსოვო , #ინგლისი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები