მოსკოვში ჰიპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში ჰიპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა

1916714
მოსკოვში ჰიპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გაჩენილი ხანძარი 18 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხანძარი, რომელიც მეხანძრე-მაშველების ძალისხმევის შედეგად ლოკალიზებული იქნა, 1 ადამიანი ემსხვერპლა.

ხანძრის შედეგად ჰიპერმარკეტის სახურავი ჩამოინგრა. მომხდარზე კი გამოძიება უკვე დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები