ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1907688
ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ღაზის ჩრდილოეთში მდებარე, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში წუხელ ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 21 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანიც დაშავდა რა, ზუსტი რიცხვი ჯერ დაუდგენელია.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და სხვა კორპუსებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

პირველივე კვლევების მიხედვით, ხანძარი შენობაში შენახულმა ბენზინმა გამოიწვია რა, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

მეორეს მხრივ, პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის გამო დღევანდელი დღე ქვეყანაში, გლოვის დღედ გამოაცხადა.

მომხდარ უბედურ შემთხვევას უკვე გამოეხმაურა თურქეთი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა და როგორც პალესტინის ხალხს ასევე მთავრობასაც სამძიმარი გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები