შარლ მიშელმა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

შარლ მიშელმა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

1906376
შარლ მიშელმა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტზე გაუსვა ხაზი და ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ევროკავშირის სახელით, ამ ტრაგიკული თავდასხმის გამო თურქ ხალხს სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ. ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, დაზვერვის სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაზრდა აუცილებელია“, განაცხადა შარლ მიშელმა.



მსგავსი ინფორმაციები