ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება  მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება  მიულოცა

1903530
ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება  მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება  მიულოცა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაიდენს და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.

მისი თქმით, ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუს დაურეკა, რომ მიელოცა არჩევნებში გამარჯვება და ასევე მან მიულოცა ისრაელს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ჩატარება.

ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და გაიმეორა თავისი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელის მთავრობის ფორმირების პროცესს და რომ მოუთმენლად ელიან ამ მთავრობასთან მუშაობას.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ბაიდენმა მას დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

„ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელ-აშშ ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“. - თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს ისრაელის მიმართ მეგობრული დამოკიდებულებისთვის და დაამატა: „მე ვუთხარი მას, რომ ჩვენ ძალებში შედის მეტი სამშვიდობო შეთანხმების დადება და ირანის საფრთხესთან გამკლავება“.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის არჩევნებში გამარჯვებული ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი ქვეყნის დედაქალაქ კიევში მიიწვია.

ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ორშაბათს საღამოს ზელენსკისა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ზელენსკის არჩევნებში მიღწეული წარმატების მილოცვისთვის და გაიმეორა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ უკრაინის საკითხზე „სერიოზულად დაფიქრდება“, როგორც ამას წინასაარჩევნო კამპანიაში აცხადებდა.

ზელენსკის Twitter-ით გაკეთებული განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუს უთხრა, რომ იმედოვნებს უკრაინასა და ისრაელს ექნებათ ურთიერთობა, რომელიც თავსებადია უსაფრთხოების გამოწვევებთან, რომლებიც ორივე ქვეყნის წინაშე დგას.

ისრაელის გაზეთი Yediot Aharanot-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკიმ ნეთანიაჰუს მისი ქვეყნისთვის იარაღი სთხოვა.



მსგავსი ინფორმაციები