ჰულუსი აქარ-სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჰულუსი აქარ-სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1900166
ჰულუსი აქარ-სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი თავის რუს კოლეგა სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქარ-შოიგუს შორის გამართულ სატელეფონო საუბრის დროს, მარცვლეულის გადაზიდვის უახლესი ვითარება იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს მინისტრმა აქარმა განაცხადა, რომ მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, აჩვენებს, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თანამშრომლობითა და დიალოგით.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰულუსი აქარი ცალ-ცალკე ტელეფონით ესაუბრა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და ინფრასტრუქტურის მინისტრს ალექსანდრე კუბრაკოვს. სატელეფონო საუბრების დროს, მარცვლეულის გადაზიდვების ბოლო მდგომარეობა იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები