ენტონი ბლინკენი ალიევსა და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

ენტონი ბლინკენი ალიევსა და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

1891450
ენტონი ბლინკენი ალიევსა და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლინკენს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ალიევთან. განცხადებაში ნათქვამია: „მინისტრმა ბლინკენმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ლიდერებს შორის ბოლო პირდაპირი მოლაპარაკებების ჩათვლით მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების გამო მადლიერება გამოხატა. მინისტრი ბლინკენი მიესალმა აზერბაიჯანის მიერ 4 ოქტომბერს 17 სამხედრო ტყვის გათავისუფლებას“.

განცხადებაში ბლინკენმა პრეზიდენტ ალიევს მოუწოდა განაგრძოს დროში განსაზღვრული და გაზომვადი ნაბიჯები სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად  და დაამატა: „მინისტრმა ბლინკენმა გაიმეორა აშშ-ს მხარდაჭერა ამ პროცესის ყველა ასპექტში, მათ შორის საზღვრების მკაფიო დადგენაში, სატრანსპორტო კავშირებში, დაკარგული პირების მოძიებასა და იდენტიფიცირებაში, დაკავებულთა დაბრუნებასა და სხვა საკითხებში. მან ასევე ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთა უფლლებებისა და გარანტიების საკითხზე მსჯელობას და ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების აუცილებლობას და მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზე ყურადღების კონცენტრირებაზე“.

ენტონი ბლინკენმა ასევე მოუწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რომელთანაც მოგვიანებით ტელეფონით ესაუბრა, გააგრძელოს მუშაობა აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზე.



მსგავსი ინფორმაციები