გაერო: უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების რეფერენდუმები არ არის "სახალხო ნების ჭეშმარიტი გამოხატულება"

გაერო: უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების რეფერენდუმები არ არის "სახალხო ნების ჭეშმარიტი გამოხატულება"

1885665
გაერო: უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების რეფერენდუმები არ არის "სახალხო ნების ჭეშმარიტი გამოხატულება"

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდმები არ არის "სახალხო ნების ჭეშმარიტი გამოხატულება" ან "კანონიერი" საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

დიკარლომ განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოზე გააკეთა და თქვა: „ცალმხრივი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის იძულებით აღების მცდელობის ლეგიტიმაციას ხალხის ნების წარმომადგენლობის მტკიცებით, იურიდიულად მიუღებელია საერთაშორისო სამართლის მიხედვით“.

მან აღნიშნა, რომ გაერო რჩება უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და მოსთხოვა რუსეთს პატივი სცეს უკრაინის კანონებს უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს რეზოლუციის პროექტს, რომელიც დაგმობს ზემოხსენებულ რეფერენდუმებს.

გრინფილდმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი რეზოლუციას ვეტოს დაადებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას გაეროს გენერალურ ასამბლეაში შეიტანს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ რეფერენდმები იყო „მიწის მოპარვისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების წაშლის მცდელობა“ და გააკეთა მოწოდება მოხდეს რუსეთის სრული იზოლაცია.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი, რომლისაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან გაძევება სურს, ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას „ყალბი რეფერენდუმით“ ანექსირებას მოახდენს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სალაპარაკო არაფერია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა, რომელიც ახორციელებს „გენოციდურ პოლიტიკას“, ატომური კატასტროფამდე მსოფლიოს ერთი ნაბიჯი დაუტვა.

ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და აღნიშნა, რომ არ აღიარებს პრორუს სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებულ რეფერენდუმებს.

უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ეგრეთ წოდებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში და რუსეთის არმიის მიერ მიტაცებულ ხერსონისა და ზაპოროჟიის რაიონებში ჩატარებული რეფერენდუმებზე „რუსეთთან შეერთების“ გადაწყვეტილება მიიღეს.

მოსალოდნელია რუსეთის მიერ აღნიშნული რეგიონების ანექსია და რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სტრატეგიული ბირთვული იარაღი იმ რეგიონების დასაცავად, რომლებიც ჩაითვლება რუსეთის ტერიტორიად.



მსგავსი ინფორმაციები