დიდ ბრიტანეთში ლიზ ტრასის ერა დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ლიზ ტრასის ერა დაიწყო

1876751
დიდ ბრიტანეთში ლიზ ტრასის ერა დაიწყო

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, თავისი პირველი მიმართვა გააკეთა ერის მიმართ. 47 წლის ტრასმა თავის გამოსვლაში მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მიიღებს ზომებს რათა, მოგვარდეს ენერგეტიკული კრიზისი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის გეგმისთვის გადასახადების შემცირება და რეფორმები გატარდება.

მეორეს მხრივ,  ტრასმა ბრიტანეთის მთავრობის ახალი წევრებიც წარადგინა.

ახალი მთავრობის მიხედვით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, ფინანსთა მინისტრი კვასი კვარტენგი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი იქნება. გარდა ამისა, ბრიტანეთის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ბენ უოლასმა შეინარჩუნა.

ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბრები, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართა.



მსგავსი ინფორმაციები