რუსული ტანკები კიევში გამოფინეს
კიევში გამოფინეს უკრაინული ძალების მიერ ომში ხელთ ჩაგდებული რუსული არმიის კუთვნილი დიდი რაოდენობით ჯავშანმანქანა





დედაქალაქ კიევში გამოფინეს უკრაინული ძალების მიერ ომში ხელთ ჩაგდებული რუსული არმიის კუთვნილი დიდი რაოდენობით ჯავშანმანქანა, რომლებიც გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.
უკრაინა, რომელიც დაახლოებით 6 თვეა რუსეთს ებრძვის, 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება.
ომის გამო, უკრაინელები წელს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წლევანდელ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, ვიდრე მანამდე.
სადღესასწაულო ღონისძიებების დაწყებამდე კიევში კრეშატიკის პროსპექტზე განლაგებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, მათ შორის სატანკო და მოტორიზებული საარტილერიო სისტემები, რომლებიც ომში ხელთ იგდეს და გამოსაყენებლად გამოუსადეგარია. ათასობით უკრაინელი კრეშატიკის პროსპექტზე მივიდა რუსული ჯავშანტექნიკის სანახავად.
მიუხედავად იმისა, რომ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, თავიდან დედაქალაქ კიევის ირგვლივ იყო კონცენტრირებული, დღეისათვის მან ქვეყნის სამხრეთში გადაინაცვლა.
მსგავსი ინფორმაციები

ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?
ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?

გრეჰემი: „თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ ეს ავღანეთზე 10-ჯერ უარესი იქნება“
გრეჰემი: „თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ ეს ავღანეთზე 10-ჯერ უარესი იქნება“