ლიეტუვამ, ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა

ლიეტუვამ, ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ჩუ ბაიჰუა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა

1869936
ლიეტუვამ, ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა

ლიეტუვამ, ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ჩუ ბაიჰუა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვამ გააპროტესტა ჩინეთის მიერ ტაივანში ჩასული ლიეტუვის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილის აგნე ვაიციუკევიჩიუტეს მიმართ დაწესებული სანქციები.

ჩინელ დიპლომატს ჩუს მოსთხოვეს შეცვალოს პეკინის ხელისუფლებამ სანქციების გადაწყვეტილება, რომელიც „არღვევს ლიეტუვის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს“.

გარდა ამისა, ლიეტუვამ ტაივანში სავაჭრო ოფისის წარმომადგენლად პაულიუს ლუკაუსკასი დანიშნა.

სავაჭრო ოფისი საქმიანობას სექტემბრიდან დაიწყებს.

ლიეტუველი მინისტრის მოადგილე და მისი 11 კაციანი დელეგაცია ამ კვირაში ტაივანს ეწვია და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩინეთმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვაიციუკევიჩიუტეს სანქციებს დაუწესებს.

ჩინეთმა, სუვერენიტეტის შესახებ დავის მქონე ტაივანისთვის საკუთარი სახელით დიპლომატიური წარმომადგენლობის გახნის ნებართვის მიმცემ ლიეტუვასთან 2021 წელში დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დონეზე ჩამოიყვანა.


საკვანძო სიტყვები: #ლიეტუვა , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები