ზელენსკი: „ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს“

ზელენსკი: „ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს“

1866037
ზელენსკი: „ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და იგი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზა ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ზელენსკიმ  განცხადება გააკეთა.

„ყირიმი უკრაინის საკუთრებაა. ყირიმს არასოდეს დავთმობთ. რუსეთ-უკრაინის ომი ყირიმით დაიწყო და ის ყირიმის განთავისუფლებით უნდა დასრულდეს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ძირითადად დონბასის რეგიონში მიმდინარეობს, აფეთქებების ხმა ზედიზედ 7-ჯერ გაისმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზა ნოვოფედორივკაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ომი , #ყირიმი , #ზელენსკი

მსგავსი ინფორმაციები