ჯონ კირბი: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესაძლებლობის "კრიზისად გადაქცევის მიზეზი არ არსებობს"

ჯონ კირბი: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესაძლებლობის ჩინეთის მიერ "კრიზისად გადაქცევის მიზეზი არ არსებობს"

1862580
ჯონ კირბი: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესაძლებლობის "კრიზისად გადაქცევის მიზეზი არ არსებობს"

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესაძლებლობის ჩინეთის მიერ "კრიზისად გადაქცევის მიზეზი არ არსებობს".

ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ინდო-წყნარი ოკეანის შეხვედრების ფარგლებში ძალიან ბუნებრივი საკითხია და მას აქვს ამ ვიზიტის განხხორციელების უფლება.

კირბიმ, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა თეთრ სახლში, პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის შესახებ კითხვაზე აღნიშნა: „ პრობლემა რა არის, სად არის ამაში დრამა?“. მისივე თქმით, პელოსი ადრეც ეწვია ტაივანს და მსგავსი ვიზიტები კონგრესის წევრებსაც ჰქონდათ, წელსაც კი განხორციელდა და დაძაბულობის ესკალაცია უაზროდ მიიჩნია.

კირბიმ განაცხადა, რომ პელოსის ვიზიტი ტაივანში ძალიან ბუნებრივი საკითხია და რომ მას აქვს ამ ვიზიტის უფლება და დაამატა: "ამერიკის პოლიტიკა წლებია ცნობილია. არაფერი შეცვლილა. ჩვენი ერთი ჩინეთის პოლიტიკა გრძელდება. ჩვენ არაერთხელ ვუთხარით ორივე მხარეს, რომ წინააღმდეგი ვართ სტატუს კვოს ცვლილებისა. ვთქვით, რომ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩვენ განვუცხადეთ ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველა დონის ოფიციალურ პირს. მათგან უმაღლესი დონის და ყველაზე ბოლო იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სისთან გასულ კვირას“.

კირბიმ აღნიშნა, რომ ნენსი პელოსს ჯერ არ დაუდასტურებია ტაივანში ვიზიტი და გადაწყვეტილება მთლიანად მათ ეკუთვნით.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას არ აქვს საფუძველი ტაივანში პელოსის ვიზიტის შესაძლებლობა გადააქციოს კრიზისად ან კონფლიქტად და ეს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო არ უნდა გახდეს აგრესიული სამხედრო მოქმედებების გაზრდის მიზეზი.



მსგავსი ინფორმაციები