მევლუთ ჩავუშოღლუ გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

1829189
მევლუთ ჩავუშოღლუ გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან უკრაინა-რუსეთის ომი და რეგიონალური საკითხები განიხილა.

ჩავუშოღლუ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გუტიერეშს შეხვდა.

გუტიერეშმა მადლობა გადაუხადა თურქეთს მულტილატერალიზმის მხარდაჭერისთვის და გაეროში შეტანილი წვლილისთვის, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებაში.

განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ განიხილეს უკრაინა-რუსეთის ომი და რეგიონული მოვლენები, აღნიშნულია, რომ ასევე განიხილეს სირიის, ლიბიის, ავღანეთისა და კვიპროსის საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები