ხვალ, მარაქეშში დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
კონფერენციას მევლუთ ჩავუშოღლუც დაესწრება
1824879
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, მაროკოს ქალაქ მარაქეშში, აშშ-ს ხელმძღვანელობით ტერორისტული ორგანიზაცია დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. კონფერენცია ხვალ (11 მაისი) გაიმართება.
შეხვედრაზე, სირიასა და ერაყში დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები და ავღანეთსა და აფრიკაში ბოლო დროს ხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის მზარდი არსებობა იქნება განხილული.
ჩავუშოღლუ, კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.