ოქროს მაღაროზე  განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ოქროს მაღაროზე  განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1824199
ოქროს მაღაროზე  განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, იტურის პროვინციაში ერთ-ერთ ოქროს მაღაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. იტურის პროვინციის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების კოორდინატორის ჟან ბოსკოს განცხადებით  თავდასხმა, კონგოს განვითარების გაერთიანების (CODECO) მებრძოლების მხრიდან განხორციელდა. მისივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა რა, თავდამსხმელებმა მრავალი საცხოვრებელი სახლიც გადაწვეს.

მეორეს მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, კონგოს განვითარების გაერთიანების (CODECO) მებრძოლების მხრიდან გასულ წელს, იტურის და ჩრდილოეთ კივუს პროვინციებში განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები