გერმანია უკრაინას PzH 2000 ტიპის ჰაუბიცებს გადასცემს

გერმანია უკრაინას PzH 2000 ტიპის ჰაუბიცებს გადასცემს

1823168
გერმანია უკრაინას PzH 2000 ტიპის ჰაუბიცებს გადასცემს

გერმანია, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას უახლოეს მომავალში, PzH 2000 ტიპის 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს. აღნიშნულის შესახებ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა. მეორეს მხრივ, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ,  Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოთ აღნიშნული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნა შესაძლოა, გერმანიაში მომავალ კვირას დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია,  მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები