სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1813690
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთით, კვაზულუ-ნატალის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 443-მდე გაიზარდა. გასული კვირის დასაწყისიდან ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ, დურბანში და მის შემოგარენში ნალექების რაოდენობამ კვადრატულ მეტრზე 300 მილიმეტრს გადააჭარბა. ჭარბმა ნალექმა კი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 443-მდე გაიზარდა. არიან დაკარგულებიც, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 13 ათას 556 კომლი დაზარალდა და თითქმის 4 ათასი შენობა მთლიანად განადგურდა.



მსგავსი ინფორმაციები