სტოლტენბერგმა ნატოს ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა

"მოვუწოდებთ ჩინეთს, რუსეთის ომის ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან თავი შეიკავოს"

1801445
სტოლტენბერგმა ნატოს ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა

დღეს, ბელგიის დედაქალაქ, ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გამართული, ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ, რომელსაც თურქეთის სახელით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებოდა, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში მკაცრად იქნა დაგმობილი რუსეთი, რომელმაც ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატოს ქვეყნების ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაცული იქნება.

სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა: „ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინას კიბერუსაფრთხოებითა და აღჭურვილობით დახმარება გავუწიოთ ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავის დასაცავად. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, რუსეთის ომის ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან თავი შეიკავოს. ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენება, მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ კონფლიქტი, რომ არ გადაიქცეს ომად ევროპაში და არ მოხდეს ომი ნატოსა და რუსეთს შორის“.  



მსგავსი ინფორმაციები