პენტაგონის აზრით, რუსეთი სამხედრო დანაშაულებს ჩადის

„აშშ-ი  აგროვებს შესაბამის მტკიცებულებებს“

1799982
პენტაგონის აზრით, რუსეთი სამხედრო დანაშაულებს ჩადის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ რუსეთი  უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებს სჩადის და ისინი ცდილობენ შეაგროვონ შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებსაც წარუდგენენ დაწყებულ გამოძიებას. “რუსებს ჯერ ვერ მიუღწევიათ იმ მიზნებისთვის, რომელიც მათ დაგეგმილი ჰქონდათ ამ პერიოდისთვის. რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ ვერ შესძლო შესვლა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ხარკოვი, მარიუპოლი, ჩერნიგოვი, კიევი და ამ ვითარებამ კიდევ უფრო გააბრაზა მოსკოვი. სწორედ ამიტომ მისი ჯარები ცდილობენ ამ რისხვას მეტი დაბომბვებით უპასუხონ“, განაცხადა კირბიმ და იქვე დაამატა, რომ სამწუხაროდ ამ დაბომბვებმა უკრაინაში გამოიწვია დიდი ნგრევაც და მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლიც

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ კი  ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს "გაუმართლებელ და არალეგიტიმურ ომს" უკრაინაში, რადგან, მისი ჯარები განზრახ უმიზნებენ მშვიდობიან მოსახლეობას და ახორციელებენ განურჩეველ თავდასხმებს.



მსგავსი ინფორმაციები