თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე

ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1789901
თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ქალაქ, ფეშავარში შიიტურ მეჩეთზე განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის შედეგად პირველადი მონაცემებით 45 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის პოლიციის თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეშავარში, კუჩა რისალდარის მეჩეთში აფეთქება, პარასკევის (ჯუმა) ლოცვის დროს მოხდა. მომხდარის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა, ამიტომ დაღუპულთა რიცხვის გაზრდაზე შიშობენ.

მომხდარი მკაცრად დაგმო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.



მსგავსი ინფორმაციები