Google-მ რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები დაბლოკა

Google-მ რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები დაბლოკა

1788339
Google-მ რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები დაბლოკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში  ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა გამოაცხადა, რომ ევროპაში რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების RT-ისა და Sputnik-ის YouTube არხები დახურა, რათა თავიდან აიცილოს რუსეთ-უკრაინის ომში „პროპაგანდისა და დეზინფორმაციის“ გავრცელება. Google-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში აიკრძალა RT-ს და Sputnik-ის Youtube არხებზე წვდომა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს ქვეშ მოქმედებენ.

თავის მხრივ, მსგავსი ნაბიჯი გადადგა ჩინეთში დაფუძნებულმა ვიდეო გაზიარების პლატფორმა, TikTok-მაც და დახურა აღნიშნული არხების ანგარიშები ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები