OAS-ის წევრმა 15 ქვეყანამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის ხელისუფლებას

OAS-ის წევრმა 15 ქვეყანამ ზელენსკის წერილი გაუგზავნა და მასში სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის ხელისუფლებას

1787699
OAS-ის წევრმა 15 ქვეყანამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის ხელისუფლებას

ლათინური ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციის OAS-ის წევრმა 15 ქვეყანამ რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი გაუგზავნა და მასში სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის ხელისუფლებას და ხალხს. ამ ქვეყნების ლიდერებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართეს სამიტი, რომელზედაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ერთობლივად გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ბოლო მოვლენებს ისინიც შეშფოთებით ადევნებენ თვალ-ყურსს. “ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგითა და დიპლომატიური მოლაპარაკებებით მალე მოგვარდება ეს კონფლიქტი და ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, აღდგება როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიო სტაბილურობა. უკრაინაში ათასობით ადამიანი ცხოვრობს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან და ჩვენ ვითხოვთ თქვენს ნებართვას, რათა კოორდინაცია გაეწიოს მათ მოწესრიგებულ და უსაფრთხო ევაკუაციას“. - ხაზგასმულია ამავე წერილში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ი, კანადა, ჩილე, კოსტა რიკა, ეკვადორი, გვატემალა, იამაიკა, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, პერუ, დომინიკის რესპუბლიკა, სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო, ურუგვაი და კოლუმბია.



მსგავსი ინფორმაციები