ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა

განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ განვითარებული მოვლენები

1787703
ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა

ნატოს წევრი ქვეყნების შტაბების უფროსები, ამჯერად ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეიკრიბნენ და განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ნატოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომა ადმირალ რობ ბაუერის თავმჯდომარეობით გაიმართა და შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ესწრებოდა. ამავე განცხადებით, ნატოს წევრი 30 ქვეყნის შტაბის უფროსებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმა, რომელსაც მრავალი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ნატოს მრავალი ქვეყანა უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს და ამ მხრივ კოორდინაცია მეტად მნიშვნელოვანია. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ნატომ, პირველად თავის ისტორიაში, გადაწყვიტა საპასუხო ძალების მობილიზება კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში და მათი ელემენტების განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში.

ანკარის სახელით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი იაშარ გიულერი ესწრებოდა.


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო კომიტეტი , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები