ევროკავშირმა კონსენსუსს მიაღწია რუსეთისადმი სანქციების დაწესებაში

“ ჩვენ სწრაფად დავასრულებთ მუშაობას სანქციების ახალ პაკეტზე“

1783698
ევროკავშირმა კონსენსუსს მიაღწია რუსეთისადმი სანქციების დაწესებაში

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განცხადება გაავრცელა “ევროკავშირის პასუხზე  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე“ და თქვა, რომ რუსეთთან კრიზისის დროს ცხადი გახდა, ისინი ზედმეტად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე და რომ მათ სჭირდებათ როგორც მომწოდებლების დივერსიფიკაცია, ასევე დიდი ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ კონსენსუსს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე და ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებაზე და მასთან ერთად რეგიონში რუსი ჯარების გაგზავნაზე, სრულიად მიუღებელია მათთვის. "რუსეთმა შექმნა ეს კრიზისი და რუსეთი არის პასუხისმგებელი ამჟამინდელ დაძაბულობაზე. ახლა ჩვენ სწრაფად დავასრულებთ სანქციების პაკეტს. ჩვენ როგორც ადრე, ახლაც მჭიდროდ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან. ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად გავურთულებთ კრემლს აგრესიული პოლიტიკის გატარებას, ხოლო მის პარალელურად სწორად მიმაჩნია გერმანიის გადაწყვეტილება შეაჩეროს “ჩრდილოეთ ნაკადი-2 მილსადენის პროექტის დამტკიცება“. - განაცხადა ლეიენმა და იქვე დაამატა, რომ თუ რუსეთი კრიზისის ესკალაციას გააგრძელებს, მაშინ ისინი მის წინააღმდეგ უფრო მეტ ნაბიჯებს გადადგამენ.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #რუსეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები