დიდი ბრიტანეთის ვარაუდით რუსეთი უკრაინაში ორეტაპიან შეჭრას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ვარაუდით რუსეთი უკრაინაში ორეტაპიან შეჭრას გეგმავს

1780865
დიდი ბრიტანეთის ვარაუდით რუსეთი უკრაინაში ორეტაპიან შეჭრას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იგი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ორეტაპიან შეჭრის გეგმას. სამინისტროს გზავნილებში აღნიშნულია, რომ რუსეთი აცხადებს, რომ სწავლების დასრულების შემდეგ ზოგიერთი ქვედანაყოფი დაბრუნდება ბაზებზე.

„ჩვენ არ გვინახავს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ძალები უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიებიდან გავიდნენ. რუსეთმა შეიძლება განახორციელოს შეჭრა გაფრთხილების გარეშე“, ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რომ რუსეთი უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიებზე ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო ყოფნას რა, ისინი „შესაძლო შეჭრის გეგმის“ ამსახველ რუკასაც აქვეყნებენ.

მათი თქმით, პირველ ეტაპზე ჩრდილოეთით მდებარე ბელარუსიიდან დედაქალაქ კიევში 2 სხვადასხვა წერტილიდან მოხდება შეჭრა, რომლებსაც უკრაინის, ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ჯარისკაცების დაუჭერენ მხარს.  

მეორე ეტაპზე კი აღმოსავლეთიდან 2 სხვადასხვა პუნქტიდან ჯარისკაცები სეპარატისტული რეგიონების გავლით ქვეყნის ცენტრალური ნაწილებისკენ დაიწყებენ წინსვლას რა, ოპერაციის მიზანი, რომელსაც მხარს დაუჭერენ ანექსირებულ ყირიმში განლაგებული რუსი ჯარისკაცები, ქალაქ დნიპროს აღება იქნება.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო თავის გზავნილში იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შეუძლია კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება“.



მსგავსი ინფორმაციები