აშშ-მ იორდანიაზე F-16-ის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მ იორდანიაზე F-16-ის მიყიდვა დაამტკიცა

1773647
აშშ-მ იორდანიაზე F-16-ის მიყიდვა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იორდანიაზე 4,21 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16 Block 70 სერიის მიყიდვა დაამტკიცა. აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა F-16-ების C/D Block 70 თვითმფრინავების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის, რომელთა სავარაუდო ღირებულება 4,21 მილიარდი დოლარია, იორდანიისთვის მიყიდვა დაამტკიცოს.“ ამავე ინფორმაციით, კონგრესს შესაბამისი ინფორმაცია უკვე გადაეგზავნა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გაყიდვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იორდანიის უსაფრთხოებაში, მაგრამ არ შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში.


საკვანძო სიტყვები: #F-16 , #იორდანია , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები