გასულ წელს 319 პალესტინელი იქნა მოკლული, მათ შორის 71 ბავშვი იყო

დანგრეულ სახლთა რაოდენობამ კი 295-ს მიაღწია

1757614
გასულ წელს 319 პალესტინელი იქნა მოკლული, მათ შორის 71 ბავშვი იყო

ისრაელის უფლებადამცველმა ორგანიზაცია B'Tselem-მა განაცხადა, რომ 2021 წელს, ისრაელის უსაფრთხოების ძალებისა და არალეგალი ებრაელი ახალმოშენეების თავდასხმების შედეგად დაიღუპა 319 პალესტინელი, რომელთაგან 71 ბავშვი იყო, ხოლო 295 სახლი კი დანგრეულ იქნა, ამიტომაც  2021 წელი პალესტინელებისთვის, 2014 წლის შემდეგ დაფიქსირდა როგორც ყველაზე სისხლიანი წელი. ამავე ინფორმაციით, გასულ წელს აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე 295 პალესტინელის სახლი დაანგრიეს, ხოლო 895 პალესტინელი, რომელთაგან 463 ბავშვი იყო, უსახლკაროდ დატოვეს. B'Tselem-მას ანგარიშითვე, ებრაელი ახალმოშენეების თავდასხმები პალესტინელებზე გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2020 წელს თუ მთლიანობაში 251 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2021 წელში ეს რიცხვი 336 შემთხვევამდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები