ბლინკენი ტრასის და სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა

ბლინკენი ტრასის და სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა

1752077
ბლინკენი ტრასის და სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასისთან და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გამართული პრესკონფერენციის დრსო განაცხადა, რომ ბლინკენმა და სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ნატოს მიდგომა რუსეთის მიმართ და აღნიშნეს, რომ ალიანსი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს დაიცვას თავისი მოკავშირეები, ასევე მზადაა რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის.

მისივე თქმით, ბლინკენმა და ტრასიმაც სატელეფონო საუბრის დროს რუსეთ-უკრაინის საკითხი განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის წინააღმდეგ, ერთობლივ პასუხს გასცემენ.



მსგავსი ინფორმაციები