ისრაელის ჯარებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის ჯარებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

1751437
ისრაელის ჯარებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ რამალაში, ისრაელის ჯარისკაცების მიერ დაჭრილი პალესტინელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 წლის პალესტინელი მუჰამედ ისა აბასი, რომელსაც ისრაელის ჯარისკაცებმა რამალას ალ-ბირეჰის რაიონში ზურგში ესროლეს, გადაიყვანეს პალესტინის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ, ყოველგვარი სამედიცინო ზემოქმედების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა ალ-ბირეჰის რეგიონში ალ-ამ'არის ლტოლვილთა ბანაკი დაარბიეს რა, გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი მუჰამედ ისა აბასი საავადმყოფოში გარდაიცვალა.  



მსგავსი ინფორმაციები