მიშელმა, ალიევმა და ფაშინიანმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს

ალიევმა, ფაშინიანმა და მიშელმა ვახშამზე სამმხრივი შეხვედრა გამართეს

1747628
მიშელმა, ალიევმა და ფაშინიანმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ მიშელთან ერთად სამმხრივი შეხვედრა გამართეს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცალ-ცალკე შეხვდა ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს, რომლებიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დღეს გასამართ ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დასასწრებად იმყოფებიან.

ალიევმა, ფაშინიანმა და მიშელმა მოგვიანებით ვახშამზე სამმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში მიშელმა თქვა, რომ ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მიაღწიეს შეთანხმებას სარკინიგზო ხაზების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უზრუნველყოფს მათ ქვეყნებს შორის კავშირს.



მსგავსი ინფორმაციები