ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 89-ე შეხვედრა დასრულდა

ინტერპოლს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

1739086
ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 89-ე შეხვედრა დასრულდა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლი) გენერალური ასამბლეის 89-ე შეხვედრა, სადაც ახალი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და დელეგატები გამოვლინდნენ, დასრულდა.

სტამბოლში სამდღიანი შეხვედრის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პოლიციის უფროსმა მეჰმედ აქთაშმა მადლობა გადაუხადა წინა პრეზიდენტს კიმ ჩონ იანის და დელეგატებს.

„ვულოცავ, ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს, არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალ-მაიორ აჰმედ ნასერ ალ-რაისს და მის დელეგატებს ამ თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებ მათ,“ განაცხადა აქთაშმა.  

ინტერპოლის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა  კიმ ჩონ იანიმ  გამოსამშვიდობებელს სიტყვაში მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას თბილი დახვედრისა და ამ დონის ღონისძიების მასპინძლობისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო სტამბოლში ამ გენერალურ ასამბლეაზე უკანასკნელად თავმჯდომარეობა“,  თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ  ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალ-მაიორი აჰმედ ნასერ ალ-რაისი აირჩიეს. გადაწყვეტილება მიიღეს სტამბოლში გამართულ გენერალური ასამბლეის 89-ე სესიაზე, რომელსაც 160 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ინტერპოლის ოფიციალურ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აჰმად ნასერ ალ-რაისი აღნიშნულ პოსტზე ოთხი წლის ვადით აირჩიეს. მისი წინამორბედი სამხრეთ კორეელი კიმ ჩონ იანი იყო, რომელიც ამ პოსტზე 2018 წლიდან მუშაობდა.



მსგავსი ინფორმაციები