გაერომ ახალი თხოვნით მიმართა პეკინს

„სინჯიანის რეგიონში შესვლის უფლება მოგვეცი“

1723429
გაერომ ახალი თხოვნით მიმართა პეკინს

გაეროს წევრმა 43 ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმაც ჩინეთს, რომელსაც სინჯიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში თურქ-უიღურებსა და სხვა მუსლიმურ უმცირესობებზე ზეწოლა და ძალადობა ედება ბრალად, მოსთხოვა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს რეგიონში დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შესვლის უფლება მისცენ, რათა ადგილზე გამოიკვლიონ ეს ბრალდებები. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტში, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებს ეხება, 43 ქვეყანამ გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღინიშნა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან სინჯიანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სიმრავლით. რეგიონიდან მიღებული სანდო ინფორმაციები ადასტურებენ, რომ აქ მრავლად მოქმედებენ ე.წ. „პოლიტიკური განათლების“ ბანაკები, რომლებშიც 1 მილიონზე მეტი ადამიანი თვითნებურად არის დაკავებული და მათ აქ სცემენ, აწამებენ, არაადამიანურად და დამამცირებელად ეპყრობიან, მათზე სექსუალურ ძალადობას იყენებენ, ოჯახებს ბავშვებს იძულებით ართმევენ და ა.შ.…

ამავე განცხადებაში ჩინეთს მოუწოდებენ, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებენ პეკინს, ამ ავადსახსენებელი ბანაკების შესამოწმებლად ნებართვის გაცემას, ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებებს და არ აძლევს გაეროს ოფიციალურ პირებს ხსენებულ ტერიტორიაზე შესვლის და მონიტორინგის უფლებას.



მსგავსი ინფორმაციები