მარსელი ნაგვის გროვებით გაივსო

დასუფთავების თანამშრომლები გაიფიცნენ

1713519
მარსელი ნაგვის გროვებით გაივსო

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, დასუფთავების თანამშრომლების გაფიცვის გამო, ქუჩები და მოედნები ნაგვის გროვებით გაივსო. ისინი მერიის გადაწყვეტილებას სამუშაო საათების გაზრდის შესახებ აპროტესტებენ. მარსელის მერიის გადაწყვეტილებას, რომ ამჟამინდელი, წლიური 1286 საათის მუშაობა, 2022 წლის 1 იანვრიდან გაზარდონ 1607-საათამდე (კვირაში 35 საათი), თანაც ხელფასის გაზრდის გარეშე, დასუფთავების თანამშრომლების მხრიდან მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოჰყვა და საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს. მათ მერიის ახალი წინადადება, წლიური 1530 საათიანი შემოთავაზებაც არ მიიღეს. გაფიცულებს თითქმის 10 პროფკავშირი უჭერს მხარს და ამ გაფიცვის გამო,  მარსელი და მისი შემოგარენი ძალზედ დაზარალდა. სავარაუდოდ, გაფიცვები  კიდევ ცოტა ხნით გაგრძელდება. ასე რომ, დასუფთავების თანამშრომლების ერთკვირიანი გაფიცვის შედეგად, ნაგვის გროვები დაფიქსირდა ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარე თითქმის ყველა ქუჩაზე, ნაგავმა დაფარა რესტორნების და კაფეების მიმდებარე ქუჩების ნაწილი, მათ შორის ქალაქის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, "ვიეს პორტიც". ფრანგებს სურთ, რომ მერიამ სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა


საკვანძო სიტყვები: #გაფიცვა , #მარსელი , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები