იაპონიში კოვიდ -19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება
იაპონიის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის გამო გადაწყვიტა გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობა
იაპონიის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შემთხვევების გაზრდის გამო გადაწყვიტა გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობა.
სააგენტო „კიოდო“-ს ინფორმაციით, რომელიც ემყარება სამთავრობო წყაროებს, კოვიდ -19-ის წინააღმდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობა, რომლის დასრულებაც 12 სექტემბერს იგეგმებოდა, სამი კვირით გახანგრძლივდება.
ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი სუგა იოშიჰიდე კვირის განმავლობაში შეხვდება ჯანდაცვის მინისტრს თამურა ნორიჰისას და კოვიდ -19-ის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ კაბინეტის წევრს ნიშიმურა იასუტოშის.
პრემიერ-მინისტრი სუგა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობის კოვიდ -19 მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციების შემდეგ გამოაცხადებს.
ამჟამად, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ქვეყნის 21 შტატში, მეტროპოლების ტოკიოსა და ოსაკას ჩათვლით.
ადგილობრივ პრესაში აღინიშნა, რომ 23 ივლისს - 8 აგვისტოს შორის გამართულმა ტოკიოს ოლიმპიადამ და პარალიმპიურმა თამაშებმა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, დედაქალაქში შემთხვევების რაოდენობა გაზარდა.
ასევე ნათქვამია, რომ იაპონიის შიგნიდან და მის ფარგლებს გარედან შეჯიბრებებში მონაწილეობის მისარებად 15,000 სპორტსმენი შეიკრიბა დედაქალაქის რეგიონში, რამაც გაზარდა შემთხვევების მაჩვენებლები.