თალიბანი: „ამას ასე მალე არ ველოდით“

თალიბანი: „ამას ასე მალე არ ველოდით“

1691913
თალიბანი: „ამას ასე მალე არ ველოდით“

თალიბანის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა კატარში, მოლა აბდულ ღანი ბარადარიმ განაცხადა, რომ ისინი არ ელოდნენ, რომ ასე სწრაფად მიაღწევდნენ თავიანთ მიზნებს ავღანეთში. მან ამის შესახებ თალიბანის მხრიდან თითქმის მთელს ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

„უნდა აღინიშნოს, რომ არ ველოდი ასეთ წარმატებას ასე სწრაფად და ასე მარტივად. ახლა კი ჩვენ  არ უნდა ვიყოთ ამპარტავნები. ჩვენ გვექნება მძიმე პასუხისმგებლობა, რაც აქამდე არასდროს გვქონია. ახლა გამოცდის დროა. ჩვენ ამჟამად გავდივართ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მომსახურების, უსაფრთხოების და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ჩვენ დავიცავთ მათ სიცოცხლეს და მომავალს,“ განაცხადა მოლა აბდულ ღანი ბარადარიმ.

მეორეს მხრივ, თალიბანის პოლიტიკური ბიუროს პრესსპიკერმა კატარში მოჰამედ ნაიმმა კი აღნიშნა, რომ ქაბულში საელჩოების, დიპლომატიური მისიების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საფრთხე არ არსებობს რა, ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელ ქვეყანაში.



მსგავსი ინფორმაციები