ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

1676239
ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 103-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით დაზარალდა რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის რეგიონები. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკარგულად ითვლება 1300-ზე მეტი ადამიანი.

ზემოთ ხსენებულ ორივე რეგიონში წყალდიდობის შედეგად ასევე დაზიანდა სახცოვრებელი სახლები, დაიტბორა გზები და ქუჩები. ასევე მრავალ უბანში საცხოვრებელი სახლები სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფებიან.

მეორეს მხრივ, ბელგიაში წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, 5 ადამიანი კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის შედეგად დატბორილია საავტომობილო გზები, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ევროპა

მსგავსი ინფორმაციები