იაპონელები მოდერნას ვაქცინის გამოყენებას აფართოებენ

მას 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც გამოიყენებენ

1675590
იაპონელები მოდერნას ვაქცინის გამოყენებას აფართოებენ

იაპონია, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ამერიკული წარმოების Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც დაამტკიცებს. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK–ის ახალი ამბების თანახმად, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებს, გაფართოვდება მოდერნას ვაქცინის გამოყენება, რომელსაც ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 წელზე უფროსი ასაკელებისთვის იყენებენ. ახლა, Moderna-ს ადგილობრივი პარტნიორის, იაპონური ფარმაცევტული გიგანტის, Takeda-ს მიერ დაფიქსირებული ვაქცინაციის ბოლო მონაცემები და შედეგები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება და სავარაუდოდ, მის გამოყენებას 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც დაამტკიცებენ



მსგავსი ინფორმაციები