აფეთქება ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში

აფეთქება ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში

1675069
აფეთქება ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში

პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ჯარისკაცი და 4 უცხო ქვეყნის  მოქალაქე. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ზემო კოჰისტანში მდებარე დასუს კაშხალის მშენებლობაზე მომუშავე მუშების გადამყვან ავტობუსში აფეთქება მოხდა, შედეგად ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. ამავე ინფორრმაციით, დაღუპულებს შორის მყოფი 4 უცხოელი, ჩინეთის მოქალაქეა, რომლებიც ხსენებულ კაშხალზე ინჟინრებად  მუშაობდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები